1. პროექტის სახელწოდება: ,,ოშკი-ჩვენი ტკივილი და სიამაყე!''
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ზოგადად ტაო-კლარჯეთის და კონკრეტულად ოშკის ტაძრის ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ტაო-კლარჯეთის ისტორიას და დღევანდელობას ,მის გეოგრაფიულ მდებარეობას,დიალექტს,ადათ-წესებს.გაეცნობიან გ.ხანძთელის,როგორც ერთიანი საქართველოს მესაძირკვლის ცხოვრებას.გაიგებენ ოშკის აგების და ამგებთა შესახებ,გააცნობიერებენ ტაძრის მნიშვნელობას და დანიშნულებას ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის საქმეში. მოახდენენ შედარებას დღევანდელ სინამდვილესთან.შეისწავლიან ტაძრის დღევანდელ მდგომარეობას და დასახავენ ტაძრის გადარჩენის ალტერნატიულ.გზებს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გააცნობიერონ და ცხადად შეიგრძნონ,თუ რატომ იყო და არის ასე მნიშვნელოვანი ოშკის ტაძარი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი X საუკუნიდან დღემდე.
5. მოსწავლეთა ასაკი: VI-VIIკლ.
VIII-XII კლ.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1.X.12წ - 15.XI.12წ.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
VI-VII კლასებში:პრეზენტაცია,ფოტოკოლაჟი,სლაიდ-შოუ,მცირე ზომის კვლევები,ლექსები,ნახატები.
VIII-XII კლასებში: ჩატარდეს სასკოლო ღონისძიება თემაზე:,,გ.ხანძთელი-ერთიანი საქართველო მესაძირკვლე.'' ესეები,ელექტრონული ჟურნალის შექმნა,დისკუსიის მოწყობა თემაზე:,,ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ,რა დათმობებზე წასვლა შეიძლება თურქულ მხარესთან?"
8. პროექტისთვი საჭირო ძირითადი რესურსები:
ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში და შავშეთში.
გიორგი მერჩულე ,,ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა''.
დავით ხოშტარია: ,,ტაო-კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები.''
ალბომი-,,ეს საოცარი საქართველო''(გ.ჩანადირის ფოტოები).
google.ge.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეებს ვაცნობ თემას,შემდეგ ვყოფ მათ 3 ჯგუფად.I ჯგუფს ვავალებ მოიძიონ მასალები ისტორიული ტაო-კლარჯეთის(X ს.) და ოშკის აგების შესახებ. II ჯგუფს -
ოშკის და ტაო-კლარჯეთის თანამედროვე ყოფა და მდგომარეობა. III ჯგუფს-იმუშაონ პრობლემაზე-თუ რატომაა ასე მნიშვნელოვანი აღნიშნული ტაძარი საქათველოსთვის და მისი გადარჩენის გზები.
აქტივობები- გამოფენა,რეფერატი,დისკუსია. გუნდური მუშაობა.შეიქმნას ელექტრონული ჟურნალი ,,ოშკი-ჩვენი ტკივილი და სიამაყე!'' ისტ-ის გამოყენებით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია - განუვითარებს საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემასა და ხელს შეუწყობს ღირსეული მოქალაქის აღზრდას,ჩამოუალიბდებაისტ.კვლევის უნარი.შეისწავლის სათანადი ისტ.წყაროებს,რის საფუძველზეც შეძლებს სათანადო დასკვნის გამოტანას.
ხელოვნება -უყალიბდება ესთეტიური ხედვა,ყურადრებას ამახვილებს არქიტექტურაზე..ტაო-კლარჯეთის და ოშკის ხელოვნების ჭრილში განხილვას ახერხებენ.
ლიტერატურა - ესეების და ლექსების შექმნა ამ თემაზე.
11. პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ყოჩიაშვილი
12.ხელმძვანელის ელ-ფოსტა:tamarkochiashvili@gmail.com
13. tamarkochiashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment